saqarTvelos mdinareebi - xeori

ტერიტორიული ერთეულები ონის მუნიციპალიტეტი
სიგრძე 14.5 კმ

 

მდინარე ონის მუნიციპალიტეტში. მდ. რიონის მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს სოფელ შქმერის სიახლოვეს, ფოცხვრების მთის აღმოსავლეთ ფერდობზე, სუბალპურ სარტყელში. მისი სიგრძე 14,5 კმ.

ვახუშტი ბაგრატიონი მდინარე ხეორს შემდეგნაირად აღწერს:

„მოერთვის რიონს სამხრეთიდამ ხევი ხეორი. ამ ხევმან მოიგო სახელი ღრმა ხევთა შინა დინებათა. ეს გამოსდის კეცების მთის კალთას, მცირეს ტბასა. პირველ დის აღმოსავლეთიდამ დასავლეთად, მერმე სამხრეთიდამ ჩრდილოთ, ღრმას ხრამსა და კლდოვანსა შინა. რიონის შესართავს ზეით ხეორს ერთვის ბოყვისხევი აღმოსავლიდამ. ხეორის სათავის მცირეს ტბის ქუეით, ჩრდილოთკენ, კლდეს გამოსდის წყაროდ დიდი მდინარე, და ამ ორის წყლის შესართავს ქუეით არს შქმერი.“

ფოტო გალერეა